ტელევიზიებს უცხო პირები თანხას სთხოვენ - სავარაუდო ჰაკერების მუქარის წერილი

31 ოქტ 2019

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და რამდენიმე მედია საშუალებამ, მათ შორის ტელეკომპანიებმა ტვ პირველმა, მთავარმა არხმა, რუსთავი 2-მა, აჭარა ტვ-მ  და სხვებმა ელექტრონული ფოსტით მუქარის შემცველი წერილი მიიღეს. აღნიშნულ წერილში Black Mirror-ად წოდებული უცნობი პირი  3 დღის ვადაში  ანგარიშზე 500 ბიტკოინის გადარიცხვას ითხოვს.