"სინოდში დარჩნენ ისინი, ვისთვისაც აღნიშნული ცოდვა და დანაშაული ორგანულია"- მამალაძის ადვოკატი

31 ოქტ 2019

წმინდა სინოდმა ერთადერთი ნათელი წერტილი დაკარგა მეუფე პეტრეს სახით, – ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია სოციალურ ქსელში წერს.

„ჩემი ოფიციალური განცხადება! წმინდა სინოდმა ერთადერთი ნათელი წერტილი დაკარგა მეუფე პეტრეს სახით! დარჩნენ ისინი, ვისთვისაც აღნიშნული ცოდვა და დანაშაული ორგანულია, რაც საპატრიარქოში არსებობს და რასაც მეუფე პეტრე შეეწირა!“, – წერს გიორგი ფანცულაია „ფეისბუქში“.