„აღმოაჩინე აჭარის მთები“- ახალი საიმიჯო ვიდეორგოლი სოფლის ტურიზმის პოპულარიზაციისთვის

31 ოქტ 2019

 „აღმოაჩინე აჭარის მთები“- ასე ჰქვია ახალ საიმიჯო ვიდეორგოლს, რომლის მიზანი სოფლის ტურიზმის პოპულარიზაციაა.  ეს რიგით მეცხრე საიმიჯო ვიდეორგოლია, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტებისა და ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაციის მიზნით 2017 წლიდან დღემდე მოამზადა.