უფასო კინოჩვენებების სერია მაღალმთიან აჭარაში - ბიაფიადა

31 ოქტ 2019

მაღალმთიან აჭარაში  უფასო კინოჩვენებების სერია დასრულდა. პროექტ ბიაფიადას ფარგლებში, ხულოს დრამატულ თეატრში ორი დღის განმავლობაში,  ოთხი ფილმის ჩვენება მოეწყო. კინოსეანსები ზაზა ხალვაშის  ,,ნამეს“ ჩვენებით დასრულდა.

ფილმის სიუჟეტი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთებში, ერთ პატარა, ტრადიციულ სოფელში ვითარდება და ის მოხუცი მამის, მისი ქალიშვილი ნამესა და სამი ვაჟის შესახებ მოგვითხრობს.  ძმებიდან ერთი მასწავლებელია, მეორე - მოლა, ხოლო მესამე - მღვდელი. სოფელში მაჰმადიანები და მართმადიდებლები ერთად ცხოვრობენ. სოფლის ერთ ბოლოში ეკლესია დგას, მეორე ბოლოში კი მეჩეთია.