პრემიერი არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების ჩატარების პირობას დებს

06 სექ 2016

მთავრობა მოწადინებულია საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისოდ აღიარებული დემოკრატიული ნორმების და სტანდარტების თანახმად ჩაატაროს, - ამის შესახებ განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა სწორედ იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ერთ თვეში საქართველოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები და ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე.