მარიამ ბოლქვაძე შემდეგ ეტაპზეა, სოფიო შაფათავა კი შეჯიბრს გამოეთიშა

31 ოქტ 2019

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ წარმატებული სტარტი აიღო, ჩინეთის ქალაქ ლიუჟუში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 60 ათასი დოლარია.

ქართველი ტურნირზე მე-4 ნომრად არის განთესილი. ბოლქვაძე პირველ წრეში მასპინძელ იუე იუანს შეხვდა და მეტოქეს ორ სეტში 6:2, 6:2 სძლია.

მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელი უკვე ჩინელ ზიუე სუნის შეხვდება. შეხვედრა დღეს არის ჩანიშნული. 21 წლის ბოლქვაძე ამ დროისთვის მსოფლიო ჩოგბურთის ქალთა რეიტინგში 158-ე პოზიციაზეა. 2017 წელს ბოლქვაძე მსოფლიო რეიტინგში 545-ე ადგილს იკავებდა. მარიამ ბოლქვაძის საუკეთესო შედეგი რეიტინგში 153-ე ადგილი იყო.

შეჯიბრებას გამოეთიშა სოფიო შაფათავა, რომელმაც გერმანელ სარა-რებეკა სეკულიჩს 6:3, 6:2 მოუგო, შემდეგ კი, კვიპროსელ რალუკა გეორგიანა სერბანთან (მე-6) 3:6, 2:6 დამარცხდა.

რაც შეეხება წყვილთა თანრიგს, შაფათავამ და მისმა ბრიტანელმა მეწყვილემ ემილი ვებლი-სმითი სამხრეთ კორეელ ჯი-ჰი ჩოის და იაპონელ აკიკო ომაეს შეხვდნენ და 1:6, 6:3, 5:10 წააგეს.