ხმაური და დაპირისპირება იყო დღეს ბათუმის საკრებულოში

30 ოქტ 2019

ხმაური და დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში, უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის მორიგი ურთიერთბრალდებების მიზეზი, ახალი აიპის შექმნა გახდა, რომელიც მუნიციპალური ინსპექციის ყველა საზედამხედველო სამსახურს გააერთიანებს.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ გადაწყვეტილება ქართული ოცნების პარტაქტივის დასაქმებას ისახავს მიზნად, ამასთან საუბრობენ 2020 წლის ბიუჯეტის სახსრების უმიზნო გაზრდაზე,რომელსაც ამ აიპის შექმნა გამოიწვევს. ქართულ ოცნებაში ბრალდებებს არ იზიარებენ და მერიის მუშაობის გამარტივებასა და ეფექტურობის ზრდაზე საუბრობენ.