ბათუმის მერია ახალ სამსახურში მოქმედ თანამშრომლებს ტესტირების შემდეგ დაასაქმებს

30 ოქტ 2019

ამ წუთებში ბათუმის საკრებულოს სხდომა იმართება. 16 საკითხის განხილვაა დაგეგმილი. მერიაში მსჯელობენ ახალი აიპის შექმნაზე. უწყება  აპირებს „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ აიპის ქვეშ ყველა საზედამხედველო ფუნქციის სამსახური გააერთიანოს. სხდომის დაწყებამდე გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები.