შეჯიბრება კრივში

27 ოქტ 2019

ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში კრივის  საერთაშორისო სამატჩო შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს  საქართველოსა და თურქმენეთის ეროვნული ნაკრების  მოკრივეები შეეჯიბრნენ.

გამარჯვებულები 9  წონით კატეგორიაში  გამოვლინდნენ . შეხვედრა  აჭარისა და  საქართველოს კრივის ფედერაციების  ორგანიზებით გაიმართა.