მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში

26 ოქტ 2019

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში. ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, ველოსიპედით მიმავალ კაცს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების განმარტებით, შემთხვევის ადგილზე მისულებს კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

მომხდარზე 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო გამოძიება, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.