ბათუმის საკალათბურთო გუნდი თბილისის მგზავრებს დაუპირისპირდება

25 ოქტ 2019

დღეს ბათუმის სასპორტო სკოლის დარბაზში საქართველოს სუპერლიგის მესამე ტურის შეხვედრა გაიმართება. ბათუმის საკალათბურთო გუნდი თბილისის მგზავრებს დაუპირისპირდება.

გია კაზანჯიანის გაწვრთნილ გუნდს  ტრავმის გამო ლევან ბაბილოძე ვერ დაეხმარება .  ორი  ტურის შემდეგ ბათუმელები ჩემპიონატში ორი ქულით  მეშვიდე პოზიციაზე იმყოფებიან, რაც შეეხება  თბილისის გუნდი კი მეცხრე ადგილს იკავებს. შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.