გურჯაანში ხანძრის შედეგად ქალი დაიღუპა

25 ოქტ 2019

გურჯაანში ხანძარს 60 წლამდე ქალი ემსხვერპლა.  ხანძარი ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ცეცხლმა მთლიანად გაანადგურდა საოჯახო ტექნიკა და ავეჯი.

ადგილზე კახეთის ოთხი მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი მუშაობდა. ცეცხლი საცხოვრებელში სწრაფად გავრცელდა, რის გამოც მეხანძრე-მაშველებმა ქალის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.

ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.