25 ოქტ 2019
დღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 32-ე ტურის ერთი მატჩი გაიმართება. ბათუმის დინამო ანგისის ბაზაზე თბილისის ,,ვიტ ჯორჯიას’’ უმასპინძლებს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.
ამ სეზონში გუნდები 3-ჯერ შეხვდნენ და სამივე მატჩი ბათუმელებმა მოიგეს. ამ დროისთვის გია გეგუჩაძის გაწვრთნილ ბათუმის ''დინამოს'' 63 ქულა აქვს და ერთპიროვნული ლიდერია. მეორე ადგილზე მყოფი თბილისის ‘’დინამო’’ კი ერთი ქულით ჩამორჩება.
,,ვიტ ჯორჯიას’’ 19 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.