მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა - ნუგზარ სხირტლაძე დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს

24 ოქტ 2019

ნუგზარ სხირტლაძეს უსმენენ დღეს პარლამენტში. მოსამართლეობის კანდიდატს, ძირითადად, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მის წარსულ საქმიანობაზე ეკითხებიან. ოპოზიცია უკვე წარდგენილი კანდიდატებიდან უმრავლესობას მიუღებლად მიიჩნევს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობისთვის.

სხდომა არც დღეს მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას დეპუტატებს შორის.