ხულოელმა ბეგლარ სოლომონიძემ იუნიორ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი მოიპოვა

24 ოქტ 2019

რუმინეთში მიმდინარე იუნიორ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 81 კგ. წონით კატეგორიაში დასრულდა “B” ჯგუფის ასპარეზობა, სადაც საქართველოს ნაკრებიდან ბეგლარ სოლომონიძე ასპარეზობდა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 130/135/138 კგ. დაძლია და მეორე ადგილზე გავიდა, სოლომონიძემ იგივე შედეგი აჩვენა აკვრაში დაძლეული 157/163 კილოგრამით, ასევე მეორე საფეხურზე გავიდა ორჭიდის ჯამში დაგროვილი 301 კილოგრამითაც.