რუსეთი სირიაში დამატებით 276 სამხედრო პოლიციელს და ტექნიკას აგზავნის

24 ოქტ 2019

რუსეთი სირიაში დამატებითი სამხედრო ძალებს აგზავნის. საუბარია 276 სამხედრო პოლიციელს და 33 ერთეულ  სამხედრო ტექნიკაზე. სააგენტო როიტერის ცნობით, დამატებითი ძალები თურქეთ-სირიის საზღვართან ერთ კვირაში განთავსდება. 

პირველი რუსული სამხედრო პოლიცია ოთხშაბათს ჩრდილოეთ სირიის ქალაქ კობანში ჩავიდა.

უცხოური მედიის ცნობით, მომდევნო კვირიდან რუსული და თურქული ძალები დაიწყებენ პატრულირებას 10 კილომეტრიან მონაკვეთზე ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, სადაც აშშ-ს ჯარები წლების განმავლობაში იყვნენ განლაგებულნი.

გუშინ, 23 ოქტომბერს პუტინი და ერდოღანი სირია-თურქეთის საზღვარის ერთობლივ კონტროლზე შეთანხმდნენ.