კიდევ ერთი ფოცხვერი ფოტო-ხაფანგში

24 ოქტ 2019

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ფოტო-ხაფანგმა ფოცხვერი დააფიქსირა. 

ფოცხვერი კატისებრთა ოჯახის საშუალო ზომის მტაცებელია.

ნადრობს როგორც მთის, ისე ვაკის უღრან ტყეებში, ზოგჯერ იჭრება ტყე-ველში. იკვებება ძუძუმწოვრებით, ფრინველებით. ზოგჯერ თავს ესხმის ირემს, შველს, აგრეთვე ძროხას, ცხვარს; კარგად დაცოცავს ხეებზე.