ბათუმის კულტურის ცენტრის ქალთა კამერული გუნდი აბუ-გოშის ვოკალურ მუსიკის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდა

24 ოქტ 2019

ბათუმის კულტურის ცენტრის ქალთა კამერული გუნდი აბუ-გოშის ვოკალურ მუსიკის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდა.  კონცერტები ბენედიქტინის და კირატ იორიმის ეკლესიებში  გაიმართა. 

შესრულდა  ხალხური, საეკლესიო ქორალები, აკადემიური ქართული და ევროპული მუსიკა. ფესტივალი 1992 წლიდან ტარდება.