დინამო „ბათუმის“ თამაში ერთი დღით ადრე გაიმართება     

21 ოქტ 2019

სავარაუდოდ, უამინდობის გამო, დინამო ბათუმის თამაში ერთი დღით ადრე გადმოიწია.     

თარიღის შეცვლის შესახებ ინფორმაცია, ეროვნული ლიგის  ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. 26 ოქტომბრის ნაცვლად, ბათუმი დინამო და „ვიტ-ჯორჯია“ ერთმანეთს, ერთი დღით ადრე,  25 ოქტომბერს დაუპირისპირდებიან. თამაში ანგისის მოედანზე გაიმართება.         

ეროვნული ლიგის ოქროს მედლებისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. 

წინ 5 სათამაშო ტური და 15 გასათამაშებელი ქულაა.                   

 ბათუმი დინამო 63 ქულით გათამაშების ცხრილის ლიდერია, 62 ქულა აქვს თბილისის დინამოს, ხოლო 60 ქულა „საბურთალოს“.       მომდევნო 5 ტურში გაირკვევა, ვინ გახდება  ჩემპიონი.