სოფელ ძირკვაძეებში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

20 ოქტ 2019

ხულოში სოფელ ძირკვაძეებში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული არავინ არის და ადგილზე სამი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.

ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. მომხდართან დაკავშირებით  შსს- მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაწვას ან განადგურებას გულისხმობს.