დღეს დინამო ბათუმი გორის დილას დაუპირიპირდება

20 ოქტ 2019

დინამო ბათუმი ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მატჩს, სტუმრად გორის დილასთან გამართავს. შეხვედრა გორის "თ.ბურჯანაძის" სახელობის სტადიონზე  19:00 საათზე დაიწყება.  თამაშს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

ბათუმელებს ამ დროისთვის 62 ქულა აქვთ და გამარჯვების შემთხვევაში, უშუალო კონკურენტს - თბილისის დინამოს, 3 ქულით გადაასწრებს.