საქართველოდან უკრაინაში 80 ტონა ხურმა გავა

19 ოქტ 2019

საქართველოდან უკრაინის ბაზარზე, 80 ტონა ხურმა გავა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაცით, წელს რეგიონში,  2 700 ტონა ხურმის მოსავალს ელოდებიან.

ხილის დატვირთვის პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ადგილზე გაეცნო.