მაღაროში 30 წლის კაცი დაიღუპა

17 ოქტ 2019

ჭიათურიაში, მაღაროში მუშა დაიღუპა. გარდაცვლილი  30 წლამდე კაცია.

შემთხვევა დღეს, 17 ოქტომბერს, საღამოს საათებში მოხდა.ი

წინასწარი ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის მასა ჩამოიშალა.

შსს-მ გამოძიება 240 მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.