საქართველოში 4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

15 ოქტ 2019

რამდენიმე წუთის წინ საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი დაბა ხარაგაული იყო. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 18:57 საათზე დაფიქსირდა. მისი სიმძლავრე 4.5 მაგნიტუდა იყო. მიწისძვრა საგრძნობი იყო მოსახლეობისთვის.