ერმაკოვისა და ბრალდბეული ჩინოსნების გათავისუფლებაზე გადაწყვეტილება ხვალ გამოცხადდება

15 ოქტ 2019

დატოვებენ თუ არა 5 თვის შემდეგ საპატიმროს გიორგი ერმაკოვი და მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები:  არჩილ ვანაძე და გოგა ლომაძე ხვალ გადაწყდება. მოსამართლემ დღეს განაჩენის გამოცხადების პროცესი  გადადო.

დავით მამისეიშვილმა მხარეთა პოზიციები და არგუმენტები მოისმინა, იმ შუამდგომლობაზე, რომელიც დაცვის მხარემ აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ გასულ სხდომაზე დააყენა.