სამცხე-ჯავახეთში ოჯახური ძალადობის ბრალდებით მამა-შვილი დააკავეს

13 ოქტ 2019

ოჯახში ძალადობის ბრალდებით, მამა და შვილი დააკავა პოლიციამ.

გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთი ბრალდებული მეუღლეს, მამასთან ერთად, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. დანაშაული 2 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ფოტო:სოციალური ქსელი