“საქართველოს რკინიგზა“ დამატებით რეისს ნიშნავს

12 ოქტ 2019

გაზრდილი მგზავრთა ნაკადის გამო, დღეს, თბილისიდან და 14 ოქტომბერს ბათუმიდან „საქართველოს რკინიგზა“ დამატებით რეისებს ნიშნავს. თბილისიდან 08 საათსა და 50 წუთზე გამოსული მატარებელი ბათუმში, დღის 3-ის ნახევარზე იქნება.

ორშაბათს, მატარებელი ბათუმიდან 19:15 საათზე გავა. ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets​ მობილური აპლიკაციით. ასევე ვებ გვერდებზე Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge; მატარებელი.გე; სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.