ზაზა თავაძეს საკუთარი გამონათქვამი თომას ჯეფერსონის ციტატა ეგონა

10 ოქტ 2019

ზაზა თავაძესთან გასაუბრება მთელი დღეა მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში. ბოლო შეკითხვები უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეობის მსურველ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა დაუსვეს, ვისაც სხვათაშორის გუშინდელმა კანდიდატმა შალვა თადუმაძემ არ უპასუხა.