დღეს ფსიქიური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეა

10 ოქტ 2019

სტიგმა,  რესოციალიზაცია და დისკრიმინაცია - ეს ის პრობლემებია, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს საზოგადოებაში. დღეს ფსიქიური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეა. მედიკოსების ინფორმაციით,  პაციენტების სტატისტიკა საკმაოდ მზარდია.  სპეციალურად დღეს ბენეფიციარების ხელნაკეთი ნივთების და საკონდიტრო ნაწარმის გამოფენა - გაყიდვა მოეწყო    ბათუმის სამედიცინო ცენტრში.