ბათუმის საკალათბურთო კლუბმა დუდუ დადიანის ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა

10 ოქტ 2019

დუდუ დადიანის სახელობის მემორიალური ტურნირის ფინალს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა.

ფინალურ დაპირისპირებაში ბათუმის საკალათბურთო კლუბი ,,თსუ ჰიუნდაის’’ დაუპირისპირდა და 69-87 დამარცხდა. გია კაზანჯიანისა და ლაშა ოჩხიკიძის გაწვრთნილმა ,,ბათუმმა’’ 18 ქულიანი სხვაობით დათმო შეხვედრა და მეორე ადგილს დასჯერდა. მატჩის გამორჩეული მოთამაშე თსუ-ს კალათბრთელი კრისტიან ანდერსონი გახდა რომელმაც 20 ქულის მოგროვება შეძლო.

დუდუ დაიდიანის მემორიალურ ტურნირზე ბათუმმა ჯგუფში ორიდან ორი მატჩი მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა , ხოლო შემდეგ ნახევაფინალში ,,დინამიო’’ დაამარცხა . ბათუმის საკალათბურთო კლუბი 13 ოქტომბერს უკვე ეროვნული ჩემპიონატის სუპერლიგის პირველი ტურის მატჩს გაამრთავს და გასვლაზე ,,თსუ ჰიუნდაის’’ დაუპირისპირდება.