აჭარისა და გურიის რეგიონში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

10 ოქტ 2019

აჭარისა და გურიის რეგიონში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს თეიმურაზ გულდიაშვილი ​ უხელმძღვანელებს.

ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ  წარუდგინა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამ მიმართულებით ეფექტური მუშაობა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია აჭარისა და გურიის რთულ რეგიონებში.