ბათუმის საკალათბურთო კლუბი დუდუ დადიანის სახელობის ტურნირის ფინალისტია

09 ოქტ 2019

ბათუმის საკალათბურთო კლუბი დუდუ დადიანის სახელობის მემორიალური ტურნირის ფინალისტია. გია კაზანჯიანისა და ლაშა ოჩხიკიძის გაწვრთნილმა ,,ბათუმმა’’ ნახევარფინალურ შეხვედრაში ,,დინამო’’ 14 ქულიანი სხვაობით  98:84 დაამარცხა.

ბათუმელთა მხრიდან შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ლეგიონერმა კოლინ მალკომმა, რომელმაც 26 ქულა 10 მოხსნა და 2 გადაცემა მიითვალა. ,,დინამოს’’ მხრიდან კი საუკეთესო ლუკა ბულაშვილი იყო, რომლის ანგარიშზე 32 ქულა, 10 მოხსნა და 5 გადაცემა იყო. 

ფინალურ შეხვედრაში ბათუმის საკალათბურთო კლუბი  თსუ ჰიუნდაის დაუპირისპირდება. შეხვედრა დღეს,  19:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.  ნახევარფინალში კი, ,,თსუ’’-მ ,,კაკტუსი’’ 90:71 დაამარცხა.

ბათუმის საკალათბურთო გუნდმა ჯგუფურ ეტაპზეც შესანიშნავად იასპარეზა და ჯგუფში ორიდან ორივე შეხვედრა მოიგო.