მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა - დეპუტატების შეკითხვებს მაია ვაჩაძე პასუხობს

07 ოქტ 2019

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ერთ კანდიდატს უსმენენ დეპუტატები,  დილიდან კანონმდებლების კითხვებს მაია ვაჩაძე პასუხობს, აღსანიშნავია რომ წინა კანდიდატებისგან განსხვავებით მაია ვაჩაძე ე.წ. მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის წევრად არ განიხილება.

 თუმცა გაისმა კითხვები მოსამართლის მუშაობაზე წინა ხელისუფლების პერიოდში და იყო თუ არა მაშინ სასამართლოზე ზეწოლა.