იტალიაში მიგრანტების ნავი ჩაიძირა, გარდაცვლილია 9 ადამიანი

07 ოქტ 2019

ფოტო: სოციალური ქსელიდან

იტალიაში, კუნძულ ლამპედუზასთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა. უცხოური მედიის ცნობით, გარდაცვლილია მინიმუმ 9 ადამიანი, რამდენიმეს კი ამ დრომდე ეძებენ. არსებული ინფორმაციით დაკარგულებს შორის არიან ბავშვებიც. 

მაშველებმა 22 მიგრანტის გადარჩენა შეძლეს, სულ ბორტზე 50 ადამიანი იმყოფებოდა. 

არსებული ინფორმაციით, გემზე ძირითადად აფრიკელი მიგრანტები იმყოფებოდნენ.