23-დან 11  კონკურსანტს  დოკუმენტაციაში  ხარვეზები დაუდგინდა

06 ოქტ 2019

საზოგადოებრივი   მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს  მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატების საბუთების გადარჩევის პირველი ეტაპი დასრულდა.  23-დან 11  კონკურსანტს  დოკუმენტაციაში  ხარვეზები დაუდგინდა. 

ნაწილს არ უდასტურდება კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. რამდენიმე აპლიკანტს კი სამუშაო სტაჟთან დაკავშირებით წარმოდგენილი აქვს ძველი, ანუ ვადაგასული ცნობა.  კონკურსანტებს ხარვეზის გამოსასწორებლად გონივრული ვადა მიეცემათ.  სწორედ   ჩასწორებული    დოკუმენტების ხელახალი განხილვის შემდეგ გახდება ცნობილი  ვინ გადალახა კონკურსის პირველი ეტაპი.