06 ოქტ 2019
ქედაში, სოფელ სირაბიძეებში მცხოვრები ოჯახი ქედის მერიას დახმარებას სთხოვს. ამბობენ, რომ საცხოვრებელთან ხშირია ქვათაცვენა და განსაკუთრებით მდგომაროება უამინდობისას რთულდება.
მერიაში ამბობენ, რომ ოჯახს მას შემდეგ დაეხმარებიან, როცა მდგომარეობას გეოლოგები შეაფასებენ.