შსს-მ ნარკოტიკი ამოიღო - „სუბუტექსის“ 262 აბი და 2 შეკვრად დაფასოებული ფხვნილი

06 ოქტ 2019

ისევ  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტი, ისევ საქართველოში.

პოლიციამ ქუთაისის აეროპორტში დააკავა პირი, რომელსაც თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 262 აბი და 2 შეკვრად დაფასოებული ფხვნილი. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.