მთავარი გზავნილები ნატო - საქართველოს კომისიის სხდომიდან  

03 ოქტ 2019

ნატო საქართველოშია, ნატო-ს გადაწყვეტილება, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი უცვლელი რჩება - გენერალური მდივნის მოადგილის გზავნილები მკაფიოა. მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს და მიმართვა რუსეთს - გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ჩრდილოატკანტიკური საბჭოს წევრების ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი თანამშრომლობის მნიშვნელობას.  საქართველოს როლს ნატოსთვის და ნატოს საქართველოსთვის.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სწორედ ეს არის  ქვეყნის უსაფრთხოების საფუძველი. ამის დასტურად მაღალი რანგის სტუმრები ბოლო პერიოდში ქვეყანაში ჩატარებულ ერთობლივ წვრთნებს ასახელებენ, ნატოს  ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური საბჭოს წევრების ვიზიტს კი წლის წარმატებულ დასასრულად. მოლოდინები ლონდონში დაგეგმილი ნატოს სამიტის წინ და ღია გზავნილები საქართველოს შავიზღვისპირა ქალაქიდან შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში.