“გირჩის” ოფისს კვერცხები ესროლეს

04 სექ 2016

ბათუმში გირჩის ოფისს კვერცხები ესროლეს. ოფისის თანამშრომლები და პოლიტიკური ბლოკი “პაატა ბურჭულაძე -სახელმწიფო ხალხისთვის” წევრები ამბობენ, რომ მემედ აბაშიძის პირველ ნომერში ასეთი სიტუაცია დილით დახვდათ.  ბლოკის ერთ--ერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ბარამიძე ფაქტს მთავარ ოპონენტს, სახელისუფლებო პარტიას უკავშირებს.