ტელეკომპანია “ფორმულას” გენერალური დირექტორი პროკურატურაში დღეს მივა

02 ოქტ 2019

ორ საათში ტელეკომპანია ფორმულას გენერალური დირექტორი  და დამფუძნებელი პროკურატურაში მივა. ზუკა გუმბარიძე საგამოძიებო უწყებაში ინტერმედიას საქმეზეა დაბარებული. ტელეკომპანია ფორმულამ მაუწყებლობა  გუშინ დაიწყო.

საგამოძიებო მოქმედებები რუსთავი 2-ის კონტრაქტორი სარეკლამო კომპანიის, ინტერ მედია პლიუსის მიერ მიღებული დიდი ოდენობით თანხების ხარჯვის კანონიერების შესასწავლად მიმდინარეობს.