''ოცნების ქალაქში'' ხელისუფლებას ტყუილში ადანაშაულებენ

29 სექ 2019

ოცნების ქალაქში ოცნების ახდენას ითხოვენ. ამას კი მათ აჭარის მთავრობა თებერვალში დაჰპირდა. თორნიკე რიჟვაძემ მაშინ ყოფილი 25-ე და 53-ე ბატალიონების ტერიტორიაზე უნებართვოდ დასახლებულებს უთხრა, რომ კორპუსები აშენდებოდა, რომელშიც სოციალურად დაუცველ უსახლ-კარო ოჯახებს შეასახლებდნენ.

მშენებლობა სექტემბრის დასაწყისში უნდა დაწყებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიის მომზადება დემონსტრაციულად ჯერ კიდევ თებერვალში დაიწყო,  ოცნების ქალაქში საძირკვლის მოსამზადებლად მშენებლები არც დღეს გამოჩენილან.