გარბენი ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად

29 სექ 2019

ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად ბათუმის ბულვარში გარბენი გაიმართა. აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ის ბარიერები გადალახეს რასაც  ფსიქო-სოციალური საჭიროების  მქონე  პირები ყოველდღიურად  აწყდებიან.

გარბენში მონაწილეობა თავისუფალი იყო  მიზანი კი  ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობაა. მონაწილეები  სიგელებით დაჯილდოვდნენ, აქცია ბათუმში პირველად იმართება და  ფინანსური მხარდამჭერი ევროკავშირია.