28 სექ 2019
გადაწყვეტილებას დავაზე ქობულეთის მერიასა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს შორის ლოზუნგებისა და პლაკატების აკრძალულ ადგილას გაკვრის შესახებ, ქობულეთის მაგისტრატი სასამართლო 11 ოქტომბერს მიიღებს. საქმე ეხება ჩაქვში ხიდზე ბანერის გამოფენას ლოზუნგით „გახარია წადი“.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს საქმე არსებითად განიხილეს. ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები წარდგენილ ბრალს უსაფუძვლოს უწოდებენ და ხელისუფლებას თავისუფალი სიტყვის დევნაში ადანაშაულებენ. რაც შეეხება ქობულეთის მერიის წარმომადგენელს, მას განცხადება არ გაუკეთებია.