სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული სამართალდამცველი გათავისუფლდა

28 სექ 2019

პარლამენტის წინ 20 ივნისის აქციის დაშლისას, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ლევან იმერლიშვილი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

ადვოკატის ინფორმაციით, აღკვეთის ღონისძიება გირაოთი, ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე შეიცვალა.