28 სექ 2019
საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ვითარება და მთავარი გამოწვევები მიმოიხილეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.
განიხილეს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებულ პროცესები.საუბარი შეეხო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებს და მოლაპარაკებების არსებული ფორმატების ეფექტიანად გამოყენებისა და გაძლიერების აუცილებლობას.