კალაპოტიდან გადმოსული მდინარე და დატბორილი გზები - სტიქია თურქეთში

28 სექ 2019

თურქეთში გადაუღებლად წვიმს. ძლიერი ნალექის შედეგად ადიდდა მდინარე ჩხალა, გადმოვიდა კალაპოტოდან და დატბორა ქალაქ ბორჩხის გზების ნაწილი. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. როგორც ადგილიდან გვატყობინებენ მერია შესაბამისი ტექნიკის მობილიზებას ახდენს და ასევე მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. გავრცელებული ინფორმაციით არავინ დაშავებულა.