საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების 26-ე კონფერენცია

24 სექ 2019

ბათუმში საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ლექტორთა ასოციაციის  რიგით 26-ე კონფერენცია გაიმართა. ასოციაცია მსოფლიო მასშტაბით საზღვაო სასწავლებლებს აერთიანებს.

მონაწილეებმა ერთმანეთს  საზღვაო სფეროში არსებული მიღწევები, პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს. კონფერენცია 1980 წლიდან ყოველწლიურად ტარდება.