23 სექ 2019
ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, პირველი ოქროს მედალი რევაზ დავითაძემ ატაცში მოიპოვა. ქართველმა ძალოსანმა სამივე მცდელობა წარმატებით დაძლია.
დავითაძემ ოქროსთვის ბრძოლაში 166, 169, 172 კილოგრამი დაძლია და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.