საქართველოს ნაკრებს ელიზბარ ოდიკაძემ მეორე ოლიმპიური ლიცენზია მოუტანა

22 სექ 2019

ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) დამამშვიდებელ წრეში კორეელი მინვონ სეო 4-0 დაამარცხა და საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებს მეორე ოლიმპიური ლიცენზია მოუტანა.

ოდიკაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლისათვის ამერიკელების ოლიმპიურ ჩემპიონ კაილ სნაიდერს დაეჭიდება.

პირველი ლიზენცია გუშინ გენო პეტრიაშვილმა აიღო.