დატბორილი ქუჩები, ეზოები, სარდაფები და მაღაზიები - ძლიერი წვიმა ბათუმში

22 სექ 2019

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში ქუჩები დაიტბორა. წყალი ჩავიდა სარდაფებში, დაიტბორა საცხოვრებელი სახლის ეზოები და  სურსათის მაღაზიები.

შსს-ს საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ინფორმაციით, დატბორვის თაობაზე ბათუმიდან სულ 20 შეწყობინება შევიდა. მათივე განმარტებით, დაშავებული არავინაა.

ბათუმის ქუჩებში სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.